„ჩემი ოჯახი“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა ინგლისური ენის საინტერესო კომპლექსური დავალება
14-12-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის მასწავლებელი იულია კუხალაშვილია.
„შესწავლილი ლექსიკისა და გრამატიკული მასალის საფუძველზე მოსწავლეებმა გააკეთეს დასურათებული პოსტერები სახელწოდებით - „ჩემი ოჯახი“. პოსტერები დაასურათეს ოჯახის წევრების ფოტოებით და ნახატებით, ისაუბრეს ოჯახის წევრების თვისებებზე პროფესიაზე და მათ შესაძლებლობებზე. გაკვეთილის დასაწყისში ბავშვებმა შეასრულეს პრეზენტაციისთვის მოსამზადებელი სახალისო აქტივობა, რომელსაც ძალიან კარგად გაართვეს თავი, შემდეგ კი საინტერესოდ წარმოადგინეს თავისი ნაშრომები და სიყვარულით გაგვაცნეს ოჯახის წევრები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს