ჩაისუბნის N2 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
14-12-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში თემაზე - „ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირი“ კომპლექსური დავალების ფარგლებში საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.
ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეების პედაგოგი კი თამილა დუმბაძეა.
„მოსწავლეებმა აირჩიეს თავიანთი საყვარელი მულტფილმიდან ერთ-ერთი გმირი, შექმნეს პოსტერები და წარუდგინეს თავიანთ თანაკლასელებს. მათ ისაუბრეს, თუ როგორ გამოიყურება არჩეული პერსონაჟი, რა აცვია, რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი. ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, თუ რატომ გახდა ეს პერსონაჟი მათი გმირი. მათ შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს