ჩხორიის საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა
14-12-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება.
სკოლაში ამჯერად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა.
„10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღეს 1948 წელს, გაერომ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეს დღე სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარ სპეციალსტ თამთა ალანიასთან ერთად აღნიშნეს (ხელმძღვანელი - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაია არახამია). შეხვედრას ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მშობლები. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ქალბატონმა თამთამ წარმოადგინა მნიშვნელოვანი პრეზენტაცია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. მოსწავლეებმა გაათვითცნობიერეს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი საყრდენი ადამიანია და მისი უფლებების დაცვა თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაპოვარია. დამსწრე საზოგადოებამ, თამთა ალანიასგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ყველაზე აქტუალურ თემებზე.უღრმესი მადლობა საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს