წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალოსნობაში ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
14-12-2021

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალოსნობაში უმცროს ჭაბუკთა ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს. 

გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, პირად ჩათვლაში ჩემპიონობა მოიპოვა. 

სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

„წყალტუბოს ძალოსნებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და პირად ჩათვლაში ჩემპიონები გახდნენ, მათ შორისაა ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც: გიორგი ჯოხაძე (VII კლასი) და მიხეილ ახალაძე  (VIII კლასი) ოქროს მედლები. ვერცხლის მედალი კი დაიმსახურა ჯაბა ტყეშელაშვილმა (VII კლასი)“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203