ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო - „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის, ეს განწირული სულისკვეთება“, გაიმართა.
აღნიშნული საღამო ქართული ენისა და ლიტერატურის შემოქმედების წრის წევრებმა, პედაგოგ ეთერ შაქარშვილის ხელმძღვანელობით, გამართეს.
მოსწავლეებმა ქართველ რომანტიკოს მწერალთა და პოეტთა შემოქმედებასა და ცხოვრებაზე ისაუბრეს.
„ქართველი რომანტიკოსების შემოქმედების ბრწყინვალე შედევრები, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის გავლილი გზა საინტერესოდ წარმოაჩინეს მოსწავლეებმა. მაღალი გემოვნებითა და მხატვრული კითხვის ოსტატობით შესრულებამ დამსწრეთა აღფრთოვანება და მოწონება დაიმსახურა. შემოქმედებითი წრის წევრებმა კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქეს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: