მარაბდის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულში ჩაერთნენ
14-12-2021
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულში ჩაერთნენ.

„კოდის ერთ საათში“ მოსწავლეები აქტიურად, დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

სკოლა პროექტს ორგანიზატორებს მადლობას უხდის.

„სკოლა შეუერთდა „კოდის ერთი საათის“ კვირეულს, დიდი მადლობა პროექტის მხარდამჭერებს და ორგანიზატორს ბატონ დავით ნოზაძეს“,- წერს სკოლა. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203