დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბი - „საფიხვნო“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს შეუერთდა
14-12-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება.

სკოლაში არსებული კლუბი - „საფიხვნო“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს შეუერთდა და თემაზე - „ვგმობთ ძალადობას“ კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციის ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, კლუბ - „საფიხვნოს“ კურატორი ნათელა ღლონტი გახლავთ. კონფერენციას ესწრებოდნენ - სკოლის დირექცია და პედაგოგები.

„ბავშვებმა თემასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. ვფიქრობთ, რომ ამით მცირედი წვლილი შევიტანეთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით. მადლობა თითოეულ მონაწილეს გაწეული შრომისთვის, მადლობა სკოლის დირექციას და დამსწრე პედაგოგებს“, - აღნიშნულია გავრცელებლ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203