თბილისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
14-12-2021

თბილისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.

ძველი თბილისის რაიონის დისტანციურ კონკურსში სკოლის 10 მოსწავლე მონაწილეობდა. 

  1. ანასტასია წურწუმია;
  2. ბარბარე ხაჩიძე;
  3. ნატალი გელბახიანი;
  4. ანა ჯიქია;
  5. მეგი ფიფია;
  6. ნიკოლოზი გეზელიშვილი;
  7. ალექსი გავაშელაშვილი;
  8. სალომე ლობჯანიძე;
  9. ანა ბიწაძე;
  10. გიორგი მოდებაძე.
მათგან შემდეგ ეტაპზე გადავიდა 8 მოსწავლე - ანასტასია წურწუმია, ბარბარე ხაჩიძე, ნატალი გელბახიანი, მეგი ფიფია, ნიკოლოზი გეზელიშვილი, ალექსი გავაშელაშვილი, ანა ბიწაძე და გიორგი მოდებაძე.

ამასთან, გიორგი მოდებაძე და ნატალი გელბახიანი კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა თბილისელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203