
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, თოჯინების თეატრს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი - „ამბავი, თუ როგორ გადაარჩინა პატარა იომ თავისი სოფელი“ ნახეს.
„აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის წამყვანმა პედაგოგმა სამოქმედო გეგმის ფარგლებში სასწავლო პროექტით მოსწავლეები აზიარა თოჯინების თეატრის არსსა და მის მნიშვნელობას მოსწავლეთა გონებრივ განვითარებაში.
სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ამ პროექტის ფარგლებში სტუმრად იყვნენ ბორჯომის სახელმწიფო თოჯინების თეატრში სპექტაკლზე -„ამბავი, თუ როგორ გადაარჩინა პატარა იომ თავისი სოფელი“. მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ და უყურებდნენ სპექტაკლს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.