
10 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მასში მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„პედაგოგმა ლალი ხვედელიძემ ინტეგრირება მოახდინა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების: განიხილა ადამიანის უფლებები ისტორიულ დროის ხაზზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 1948 წლის 10 დეკემბერს მოეწერა ხელი.
იხილეთ ფოტოები: