ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საბოლოო ქულების დაანგარიშების მოდელი შექმნეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში კომპლექსური დავალება შეასრულეს.
მათ საგნის მასწავლებელ გოგი ფოჩხუას ხელმძღვანელობით, დავალება თემაზე „საბოლოო ქულების გამოყვანა Microsoft excel-ში სხვადასხვა ფუნქციების გამოყენებით“ შეასრულეს.
მოსწავლეებმა ქულები უმოკლეს დროში, მონდომებითა და ხალისით დაიანგარიშეს.
„მე-6-კლასელები „დაეხმარნენ მასწავლებლებლებს“ თუ როგორ ხდება ტექნოლოგიების გამოყენებით უმოკლეს დროში ქულების დაანგარიშება. მათ შექმნეს საბოლოო ქულების დაანგარიშების მოდელი MIcrosoft excel-ში.
ზემოთ აღნიშნულ თემაზე საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა მე-6 კლასის მოსწავლემ მარიამ ჯანიბეგაშვილმა“,- წერს სკოლა.