კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა კლუბი „თბილისი“ 10 ქულიანი სხვაობით დაამარცხა
16-02-2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 2017-2018 წლის „ა“ ლიგის მეხუთე ტურის თამაშები დასრულდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი კლუბ „თბილისს“ შეხვდა და 10 ქულიანი სხვაობით დაამარცხა. 

შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდი „ა“ ლიგის დებიუტანტ ნაკრებებს წარმოადგენენ, შესაბამისად, პროფესიონალურ ლიგაში თავის დასამკვიდრებლად, თითოეულ ქულასა და მოგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

კსუ-ს გუნდიდან 32 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო შედეგი - ამერიკელმა ლეგიონერმა - რაიან აარონმა აჩვენა. 19 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა ასევე ამერიკელმა ლეგიონერმა - მაიკლ თორნმა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 93:83 დაფიქსირდა.

კსუ-ს საკალათბურთო გუნდი „ა“ ლიგის მომდევნო ტურის თამაშს - „ტიტებთან“  1-ელ მარტს გამართავს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203