ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო საგნობრივი ოლიმპიადა გაიმართა
13-12-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, სკოლაში გეოგრაფიის ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მათ წარმატებით იასპარეზეს და მაღალი ქულებიც დააგროვეს. 

ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:  სურმანიძე თამთა - 36 ქულა, სურმანიძე დიანა - 32 ქულა, სურმანიძე გიორგი - 27 ქულა, ჯაიანი გოჩა - 26 ქულა, ჯაიანი ბექა - 26 ქულა.

სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203