წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ
13-12-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში ყოველთვის აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის მოსწავლეებმა 13-30 წლის ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს და საერთაშორისო დიპლომებიც დაიმსახურეს.
„ჩვენი შეგირდები ანებრივებენ წვირმის სკოლას თავისი აქტიურობით. ამჯერად ჩვენმა მოსწავლეებმა: ქრისტინა ფანგანმა (XI კლ), ბარბარე გიგლემიანმა ( XI კლ), მარიამ ფანგანმა ( IX კლ) და ბარბარა გიგლემიანმა (IX კლ) მიიღეს მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის მხარდაჭერილ კეისების კონკურსში - „აქტიური მოქალაქის დღიურები“, რომელიც იყო განკუთვნილი 13-30 წლის ახალგაზრდებისთვის და მიზნად ისახავდა რეალური ისტორიების გაზიარებას სამოქალაქო განათლების თემატიკიდან და წარმოადგენდა აქტიური მოქალაქეობრივი ქცევის მაგალითს. რთული იყო ამ კონკურსში ბევრად უფროსი ახალგაზრდებისთვის კონკურენციის გაწევა, თუმცა ჩვენ მონაწილეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი გოგონები დაესწრნენ ონლაინ - დაჯილდოებას, რომელიც ტარდებოდა ერთდროულად რამოდენიმე ქვეყანაში ინგლისურ და რუსულ ენებზე და სამახსოვროდ მიიღეს საერთაშორისო დიპლომები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს