არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ისტ-ის შთამბეჭდავი გაკვეთილი
13-12-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

ამჯერად, კომპიუტერული ტექნოლოგიის მასწავლებელმა ეკატერინე ჩიტაურმა VI კლასის მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა. 

მან საგაკვეთილო პროცესში „მაიკრაფტი“ გამოიყენა. გაკვეთილის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგსბ წარმატებას უსურვებს.

„მაიკრაფტის დაანერგვა საგაკვეთილო პროცესში, რომელიც საწყის ეტაპზე წარმატებით დამთავრდა. დიდი მადლობა სკოლის VI კლასის მოსწავლეებს და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს ეკატერინე ჩიტაურს მოსწავლეების ასეთი ხალისიანი გაკვეთილისათვის. გაკვეთილი, რომლის დასრულებაც არ სურდათ ბავშვებს. გისურვებთ წარმატებას და წინსვალს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203