თბილისის N149 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონკურსი - „ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას“ გაიმართა
13-12-2021
თბილისის N149 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონკურსი „ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას“ გაიმართა.
აღნიშნული კონკურსი სასკოლო პროექტის - „ჩემი და შენი უფლებები ჩვენი მომავალია“, ფარგლებში სახელმწიფო ენის კათედრამ დაგეგმა და განახორციელა.
კონკურსში მონაწილეობა მეცხრე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. ისინი დიდი მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ კონკურსში. თემის გარშემო ინფორმაცია მოიძეს და აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ.
„ნამუშევრების შეფასების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ავტორებმა ნაშრომები აუდიტორიის წინაშე წარადგინეს და გაიმართა დისკუსია. კონკურსის მონაწილეები კონკურსში მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ხარისხის დიპლომებით“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს