„შემოდგომის ხილით სავსე კალათის შექმნა“ - ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
13-12-2021
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში ამჯერად თემაზე - „შემოდგომის ხილით სავსე კალათის შექმნა“ კომპლექსური დავალება ჩატარდა.
„კომპლექსური დავალება - შემოდგომის ხილით სავსე კალათის შექმნა“. კომპლექსური დავალების პირობა: შექმენი შენთვის სასურველი ხილით სავსე კალათა (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, კომში, ყურძენი) ნატურმორტი. გამოიყენე ძირითადი და შედგენილი ფერები; გამოიყენე ბუნებაში არსებული ფორმები; გამოსახულებები გამოკვეთე სხვადასხვა სისქის კონტურით. ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე როგორ გამოიყენე მასალა ნამუშევრის შესაქმნელად?
• რომელი ფერები გამოიყენე ნამუშევარში?
• როგორი ფორმები გამოიყენე ნამუშევრის შესაქმნელად?
მადლიერება მინდა დავუდასტურო ამ პატარა მშრომელ, ნათელი გონების მქონე მე-2ა კლასელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს