თბილისის N64 სკოლის მეათეკლასელებმა თემაზე -„ისტორია და მისი დამხმარე დისციპლინები“, დისკუსია გამართეს
13-12-2021
თბილისის N64 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ და ბავშვებიც ყოველთვის აქტიურად ერთვებიან.
სკოლის ისტორიის პედაგოგმა, ანა ბალანჩივაძემ მე-10ა კლასში საინტერესო აქტივობა განახორციელა.
პედაგოგმა თემაზე - „ისტორია და მისი დამხმარე დისციპლინები“ დისკუსია გამართა.
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ.