ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნატალია კეჭეხმაძემ სასკოლო საზოგადოებას 2021 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა
13-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორმა ნატალია კეჭეხმაძემ სკოლის სამეურვეო საბჭოს, მასწავლებლებსა და მშობლებს 2021 წლის მუშაობს ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ ღონისძიებასა და აქტივობაზე, რაც მიმდინარე წელს სკოლაში განხორციელდა. 

წარდგენის შემდეგ, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სპექტაკლი წამოადგინეს, რითაც დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

ღონისძიებები ყველა შესაბამისი რეგულაციისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203