ვანის N1 სკოლის მოსწავლე გიორგი მეფარიშვილმა თემაზე - „მკითხველთა კლუბის შექმნა“, საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულა
13-12-2021
ვანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი და ბავშვები საგაკვეთილო პროცესში მუდამ ხალისით ერთვებიან.
სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლემ, გიორგი მეფარიშვილმა საგანში - „მე და საზოგადოება“ თემაზე - „მკითხველთა კლუბის შექმნა“ მეტად საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულა.
მონდომებულმა მოსწავლემ დავალების ფარგლებში ვიდეორგოლი ჩაწერა, სადაც წიგნებსა და კითხვაზე საინტერესოდ საუბრობს.