ვანის N1 სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო ნაშრომით წარსდგა
13-12-2021
ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ვალერი კანკაძემ - „საჯარო და კერძო სკოლის დირექტორთა და მასწავლებელთა III ეროვნული სამეცნიერო კონფერენციაში“ მიიღო მონაწილეობა და ნაშრომი თემაზე - „უსაფრთხო სკოლა, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები 21-ე საუკუნის სკოლებში“, წარადგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დირექტორი ვალერი კანკაძე მეტ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„საჯარო და კერძო სკოლის დირექტორთა და მასწავლებელთა III ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია“ პოსტ-კორონამდელი პერიოდი, სადაც წარდგენილი მქონდა ნაშრომი თემაზე - „უსაფრთხო სკოლა, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები 21-ე საუკუნის სკოლებში“. III ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის გახსნა მე მხვდა წილად. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს, ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრისთვის. P.S. დასანანია ის, რომ პანდემიის გამო ვერ ხერხდება სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება“, - წერს დირექტორი ვალერი კანკაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203