ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლეებმა მედიაგიგანტ კომპანიასთან დავაში ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველს უმასპინძლეს
13-12-2021
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებს მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი რუსა მაისურაძე შეხვდა.
რუსა მაისურაძე ლეგენდარული მოჭადრაკის ადვოკატი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ საქმეშია.
ადვოკატი მოსწავლეებს ადამიანის უფლებათა შესახებ ესაუბრა, გაიმართა საინტერესო დისკუსიაც, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
„ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა იურისტ რუსა მაისურაძესთან, რომელიც არის მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ საქმეში. რუსა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა ადამიანის უფლებებზე, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაზე, სახელმწიფოსა და საზოგადოების როლზე, ასევე სხვადასხვა ფუნდამენტურ საკითხზე. შეხვედრის შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა მოსწავლეებსა და სტუმარს შორის“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს