ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ანდრია ბოლქვაძემ საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვა
13-12-2021
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მეოთხე კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ, ანდრია ბოლქვაძემ „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში ინგლისური ენის პირველ ტურში მაქსიმალური ქულა აიღო და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ფინალური ტური - 2021 წლის შემოდგომის სეზონი ანდრიამ ასევე, წარმატებით გაიარა - მოიპოვა II  ხარისხის ბეჭდური დიპლომი, რის შემდგომაც ის მიიწვიეს KINGS -ის ლიგაზე, რომელიც ტარდება ყველაზე  წარმატებული მოსწავლეებისათვის და ანდრია გახდა ლიგის ოქროს მედალოსანი 95 ქულით. ანდრია აღიარეს საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოსწავლედ და მიიწვიეს გრანდიოზულ KINGS -ის რეგიონულ ჩემპიონატში. ვულოცავთ ანდრიას ამ დიდ წარმატებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203