სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
13-12-2021
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ.

სკოლის მოწავლეები დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპზე წარმატებით გადავიდნენ.

„სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ მუდმივად თანამშრომლობს „ეტალონთან“. არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ეტალონის ოლიმპიადის მეორე ეტაპზე გადავიდნენ.

  • მე-8 კლასი: ჩიხლაძე დავით, გიორგაშვილი ამიკო, ხოსიაური დავით და ჩანტლაძე ელენე.
  • მე-9 კლასი: ნიაური დავით, ჩოჩნიძე ლევან, სუხიშვილი გვანცა და მეტრეველი ალექსანდრე.
  • მე-11 კლასი: ხუნდაძე რეზი.
სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს შემდეგ ეტაპზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თბილისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გლდანი-ნაძალადევის რაიონის სკოლები მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203