ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახლომდებარე ტყეში არსებული წიწვოვანი და ყვავილოვანი მცენარეები გამოიკვლიეს
13-12-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ანა წყარუაშვილმა IV კლასის მოსწავლეებთან ერთად, ახლომდებარე ტყეში თემაზე - „წიწვოვანი და ყვავილოვანი მცენარეები“ ექსკურსია მოაწყო.

აღნიშნულია გასვლითი აქტივობის ფარგლებში მცენარეები გარეგნული ნიშნებით შეადარეს, გამოიკვლიეს, თუ რომელი მცენარეები ცხოვრობენ მათ ტყეში. შექმნეს ცხრილი და დააჯგუფეს მცენარეები, რომლებიც მათ ტყეში არსებობენ.

აღსანიშნავია, რომ აქტივობით მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ და სკოლის კედლებში მხიარულები დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203