„ცხოვრება ტყეში“ - ორგორის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ანა წყარუაშვილმა V კლასის მოსწავლეებთან ერთად საველე კვლევა მოაწყო
13-12-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ანა წყარუაშვილმა V კლასის მოსწავლეებთან ერთად, სკოლასთან ახლომდებარე ტყეში თემაზე - „ცხოვრება ტყეში“ საველე კვლევა მოაწყო. მოსწავლეებმა შეძლეს ორგანიზების და გარემოს დაკავშირება და მათ მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ იქვე, ტყეში ჩაატარეს კვლევა და შექმნეს კოლაჟი ტყის იარუსების განლაგებაზე და იმ ორგანიზმებზე,რომლებიც იქ ცხოვრობენ.
პატარა ნიჭიერმა და მონდომებულმა მოსწავლეებმა გადაიღეს სურათები და სკოლაში კმაყოფილები დაბრუნდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს