დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის XI კლასში თემაზე - „რომანტიკოსები“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
13-12-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
30 ნოემბერს, ამჯერად სკოლის XI კლასში შემაჯამებელი გაკვეთილი - „რომანტიკოსები“ ჩატარდა.
შემაჯამებელ გაკვეთილზე ნიჭიერმა მოსწავლეებმა რომანტიკოსების შესახებ ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები და მეტად საინტერესო პრეზენტაციები გააკეთეს.