ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრენინგი ჩატარდა
13-12-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

16 ნოემბერს სკოლაში ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ბერნიკ ჰოვსეფიანმა და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ოღიდარ ანტონიანმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგში საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შეფასებით ტრენინგი მეტად საინტერესო, ინტერაქტიული და ნაყოფიერი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203