ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ გაიმართა
13-12-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერეო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება და ბავშვებიც ყოველთვის დიდი ხალისით ერთვებიან.

ამჯერად, ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ გაიმართა, რომელშიც მთელი სკოლა მონაწილეობდა.

მოსწავლეებმა საშემოდგომო გამოფენა ჯერ საკუთარ კლასებში მოაწყეს, ხოლო შემდგომ სპეციალურმა ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევრები შეარჩია და სკოლის დერეფანში გამოფენა მოაწყო.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა კრეატიული და საინტერესო ნამუშევრებით იყო აღსავსე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203