ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტს ონლაინ შეხვდნენ
13-12-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელსა და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტ ლადო აფხაზავას შეხვდნენ. 

შეხვედრის ონლაინ გაიმართა და მისი თემა იყო „მშვიდობის საიდუმლო ადამიანის უფლების დაცვაშია“.

მოსწავლეებმა აღნიშნული თემის გარშემო მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. უყურეს ფილმს და შემდეგ განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას სკოლის პედადოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია, მოსწავლე-ახალგაზრდობა, პედაგოგიური კოლექტივი და მშობლები მადლობას ვუხდით ბატონ ვლადიმერ აფხაზავას რომ ასე საინტერესოდ გვამოგზაურა თავისი სასკოლო ცხოვრების საინტერესო სამყაროში“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203