წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს გაეცნენ
13-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებისა და დირექციის ხელშეწყობით სხვადასხვა საინტერესო პროექტებსა თუ ღონისძიებებში ხშირად და აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის Vბ კლასის მოსწავლეები - „წიგნიერების დღისადმი“, მიმართულ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლაში ხორციელდება აქტიურად ჩაებნენ. მონდომებული მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი თამარ გრიგოლიაა.
„წიგნიერების დღე“ მიზნად ისახავს მოსწავლე ახალგაზრდებში, წიგნიერების ამაღლების დროულ პროპაგანდას. აღნიშნული, აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას, გაეცნენ ბიბლიოთეკაში მოქცევის წესებს, იმსჯელეს თუ რატომ არის სასარგებლო წიგნის კითხვა, რა უპირატესობა აქვს წიგნს კომპიუტერულ ტექნიკასთან შედარებით. წარმოადგინეს თავიანთი საყვარელი წიგნები, თანაკლასელებს გაუზიარეს წიგნის წაკითხვის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებები, ყურადღება გაამახვილეს პერსონაჟთა დადებით მხარეებსა და სიუჟეტის განვითარებაზე, რამაც მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია. შევთანხმდით, რომ კითხვა დიდი სიკეთის მომტანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რომ წიგნი - დიდი მასწავლებელი და მეგობარია, რომლის გარეშეც ადამიანის ჰარმონიული განვითარება წარმოუდგენელია საგაკვეთილო პროცესი, რომლითაც შევეხმიანეთ აღნიშნულ ღონისძიებას, იყო ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვების ინფორმირებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. Vბ კლასის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა, საკუთარი ხელით შექმნილი, ბიბლიოთეკაში, სპეციალურად მკითხველისთვის შექმნილი ქცევის კოდექსი, რომელსაც საპატიო ადგილი მიენიჭა N1 სკოლის წიგნთა საცავში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს