დვაბზუს საჯარო სკოლაში კონფერენცია - „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“, გაიმართა
13-12-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს შეუერთდა.

სკოლის კლუბმა - „საფიხვნო“, ჩაატარა კონფერენცია თემაზე „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“. 

აღნიშნული კონფერენციის ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, კლუბის კურატორი ნათელა ღლონტი იყო. 

მოსწავლეებმა ძალადობის შესახებ ისაუბრეს, დაგმეს მსგავსი ქმედება და გამოსავლის გზები დასახეს.

კონფერენციას სკოლის დირექცია და პედაგოგები ესწრებოდნენ.

„ვფიქრობთ, რომ ამით მცირედი წვლილი შევიტანეთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით. მადლობა თითოეულ მონაწილეს გაწეული შრომისთვის, მადლობა სკოლის დირექციას და დამსწრე პედაგოგებს“,- წერს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203