„ჩემს შინაურ ცხოველს თქვენი დახმარება სჭირდება“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
13-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, Vბ კლასში ინგლისურ ენაში, თემაზე - „My Pet needs your help“ კომპლექსური დავალება ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საგნის მასწავლებელი ირმა ჭანტურიძეა, ხოლო კლასის ხელმძღვანელი თამარ გრიგოლიაა.
„კომპლექსური დავალების პირობა იყო: „წარმოიდგინე, რომ ოჯახი მიდის მოგზაურობაში გარკვეული ხნით და თქვენი შინაური ცხოველის წაყვანა არ შეგიძლიათ. შინაური ცხოველების ინტერნეტ საიტის ფორუმზე უნდა გამოაქვეყნო განცხადება/პოსტი სათაურით - „ჩემს შინაურ ცხოველს თქვენი დახმარება სჭირდება“, რათა ვინმემ შეიფაროს ამ დროის განმავლობაში. ბავშვებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს თავიანთი საყვარელი ცხოველების შესახებ, ისაუბრეს მათი თვისებების, დღის რეჟიმის, კვების შესახებ და სიურპრიზიც კი დაპირდნენ პირს, რომელიც ცოტა ხნით შეიფარებს მათ ცხოველს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს