თელავის N9 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლაში ამ დღეს V კლასის მოსწავლის ნიკოლოზ ბაკურაძის პერსონალური გამოფენა მიეძღვნა.
ნიკოლოზ ბაკურაძემ ლეგოებით აწყოფილი კონსტრუქტორები გამოფინა, რამაც მნახველთა მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ გამოფენით სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ძალიან დაინტერესდნენ.
სკოლაში შშმ პირთა საერთაშორისო დღის შესახებაც ისაუბრეს.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა V კლასის სსსმ მოსწავლის ნიკოლოზ ბაკურაძის პერსონალური გამოფენა - ლეგოებით აწყობილი კონსტრუქტორები“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: