ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნახატების კონკურსში წარმატებას მიაღწიეს
10-12-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გივი ყანდარელის სახელობის მოსწავლეთა ნახატების კონკურსში წარმატებას მიაღწიეს.

კონკურსში სკოლიდან 6 მოსწავლე მონაწილეობდა.

მასში თამარ არჩუაძემ მე-2 ადგილი დაიკავა და ერთი წლის განმავლობაში სტიპენდიას მიიღებს. 

ასევე, წარმატებას მიაღწიეს მარიამ კონიაშვილმა, რომელიც „საუკეთესო ნატურმორტის“ ავტორად დასახელდა და ქეთი მეკოშკიშვილმა, რომელმაც „საუკეთესო პეიზაჟის“ ავტორი გახდა.

სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და წარატებას უსურვებს.

„მადლობას ვუხდით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბატონ ავთანდილ გულიკაშვილს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს გივი ყანდარელის სახელობის მოსწავლეთა ნახატების კონკურსის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის, მასში ჩვენი მოსწავლეების აქტიური მონაწილეობისა და წარმატებული ასპარეზობისთვის! 
აღნიშნულ კონკურსში სკოლიდან ექვსმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ. მე-2 ადგილი მოიპოვა თამარ არჩუაძემ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს გივი ყანდარელის სახელობის სტიპენდიას, 80 ლარს.  
ჩვენმა  მოსწავლეებმა  სხვადასხვა ნომინაციებშიც გაიმარჯვეს; მარიამ კონიაშვილი დასახელდა „საუკეთესო ნატურმორტის“ ავტორად,  ქეთი მეკოშკიშვილი - „საუკეთესო პეიზაჟის“. აღნიშნულ ნომინაციებში მოსწავლეები ერთჯერად ფულად ჯილდოსა და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203