
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მერვე კლასებში ინგლისურში პროგრამული მასალის გათვალისწინებით ანტიბულინგის კლუბები შეიქმნა, მანამდე მოსწავლეებთან თემასთან დაკავშირებული ლექსიკისა და თეორიული მასალის განხილვა განხორციელდა, ასევე დაისახა მიზნები.
პროექტის მიზნებია: მოსწავლეებმა გაიაზრონ ბულინგის გავლენა , სიკეთისა და პატივისცემის ძალა, განუვითარდეთ სიკეთისა და პირადი პასუხისმგებლობის შეგრძნების უნარი, გააქტიურდეს თინეიჯერებს მოტივაცია, რომ თავად განახორციელონ ცვლილებები, ისწავლონ თემასთან დაკავშირებული ინგლისური ლექსიკა, გააუმჯობესონ ინგლისურად მსჯელობისა და აზროვნების უნარები.
„მართლაც კრეატიული და იდეალურად შესრულებული პოსტერებით მოსწავლეებმა ინგლისურად იმსჯელეს მათ მიერ შექმნილ ანტი-ბულინგ კამპანიაზე. კამპანიის სათაურზე, მიზნებსა და ამოცანებზე“, -აღნიშნავს ინგლისურის მასწავლებელი ია ბლაგიძე.
იხილეთ ფოტოები: