საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა ექსპერიმენტის ჩასატარებლად გამოიყენეს. მათ კვლევა - „ადგილობრივი თიხების გამოკვლევა ქვევრის და ტიხრული ტექნიკით მომინანქრებული ნაწარმის მისაღებად“, ჩაატარეს.
აღნიშნული კვლევა შოთა რუსთაველის ფონდის კონკურსის „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“, ფარგლებში ჩატარდა.
მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები და პრეზენტაციები:
ბმული 1ბმული 2