ფერიის საჯარო სკოლის პირველკლასელებს კომპიუტერები გადაეცათ
10-12-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის პირველკლასელებს კომპიუტერები გადაეცათ. პატარებმა სიახლე სიხარულით მიიღეს. მათ ციფრულ ტექნოლოგიებთან ზიარებისა და სწავლის უნარის განვითარების  კიდევ ერთი საშულება მიეცათ.

„21-ე საუკუნეში ტექნოლოგიებმა ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. გამონაკლისი არც საგანმანათლებლო სისტემაა. მსოფლიოს ყველა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა ორიენტირებულია, სწავლა-სწავლების პროცესში დანერგოს ი.ს.ტ-ის გამოყენება.

ასევე, სკოლის მისიაა ხელი შეუწყოს მოსწავლემ შეიძინოს კომუნიკაციის, ახალი ინფორმაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების უნარი.

სწორედ ამ მიზნით, უკვე წლებია საქართველოს საჯარო სკოლებში სახელმწიფო ახორციელებს პროგრამას ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“. გამონაკლისი არც ახალი სასწავლო წელია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203