
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ორგანიზაციის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ პროექტის - „გაამწვანე ეზო“ ფარგლებში, სკოლის ეზო დაასუფთავეს და 11 ძირი კიპარისის, 10 ძირი კედრის, 10 ძირი ქართული ნაძვის და 17 ძირი ყვითელი და მწვანე ტუის ნერგები დარგეს.
მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და ნარგავები ბამბუკის ჭიგოებით გაამაგრეს.
ნარგავები სკოლამ შეიძინა.
იხილეთ ფოტოები: