
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის 2018-2019 და 2019-2020 წლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
ჯილდოს მფლობელები გახდნენ: ნინო ბურდული, ევანგელინა სოლოშვილი, ნინო უთრუგაშვილი, ანი ჩანადირი, თამარ ჩანადირი, მარიამ როშნიაშვილი, მარიამ ჩოხელი, ნინო სოლოშვილი და მარიამ მჭედლიშვილი.
სკოლა კურსდამთავრებულებს კიდევ ერთხელ ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.