ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში მუდამ აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.სკოლის მოსწავლეები ამჯერად საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალში - „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეობდა.
მოსწავლეები მაყურებლის წინაში სპექტაკლით - „ბოშები“ წარსდგნენ და მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - „ფესტივალების საგრანტო კონკურსში“ გამარჯვებული შემოქმედებითი ორგანიზაცია „არტ პორტალი“ გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის თარიღები 28 ნოემბერი და 5 დეკემბერი იყო.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა ბმულზე: