დიდაჭარის​ საჯარო სკოლის მოსწავლეები თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლით - „მოუარე საქართველოს“ წარდგნენ
10-12-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის​ საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში მუდამ აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის მოსწავლეების თეატრალური დასი ამჯერად საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალში - „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეობდა.

მოსწავლეები მაყურებლის წინაში სპექტაკლით - „მოუარე საქართველოს“ წარსდგნენ და მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - „ფესტივალების საგრანტო კონკურსში“ გამარჯვებული შემოქმედებითი ორგანიზაცია „არტ პორტალი“ გახლავთ.

ფესტივალის თარიღები კი 28 ნოემბერი და 5 დეკემბერი იყო.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203