ბოძაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდნენ
10-12-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში მუდამ აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის მოსწავლეების თეატრალური დასი ამჯერად საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალში - „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეობდა.
მოსწავლეები მაყურებლის წინაში სპექტაკლით - „მეფე გიორგის გასამართლება“ წარსდგნენ და მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - „ფესტივალების საგრანტო კონკურსში“ გამარჯვებული შემოქმედებითი ორგანიზაცია „არტ პორტალი“ გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის თარიღები 28 ნოემბერი და 5 დეკემბერი იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს