
თბილისის N120 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „ნიკემ“ კედლის გაზეთი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს მიუძღვნა.
გაზეთის რედაქტორი მარიამ მოდებაძე გახლავთ.
სკოლის საზოგადოება მუდამ და ყოველთვის ერთიანდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სლოგანის - „ადამიანის უფლებები 365“ გარშემო.
კლუბ „ნიკეს“ სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა გოგოლაძე ხელმძღვანელობს.
10 დეკემბერს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: