ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მოსწავლე გაცვლითი პროგრამის დასკვნით ეტაპზე გადავიდა
10-12-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა თუ პროექტებში ყოველთვის დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის მოსწავლე ნინო აბჟანდაძემ გაცვლითი პროგრამის პირველი და მეორე ტურები დიდი წარმატებით დაძლია და დასკვნით ეტაპზე გადავიდა.
„ნინო აბჟანდაძემ წარმატებით დაძლია FLEX-ის (მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა) პროგრამის პირველი და მეორე ტური. გადავიდა დასკვნით ეტაპზე, გამარჯვების შემთხვევაში კი სწავლას გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 სასწავლო წლით. ახალთერჯოლის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს და კიდევ უფრო მეტი წარმატებების მიღწევას უსურვებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს