„ნატვრის ხე“ - განმუხურის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
10-12-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში EUMM -ის მხარდაჭერით ღონისძიება - „ნატვრის ხე“ გაიმართა.  მოსწავლეებმა დაწერეს ტექსტური შეტყობინებები ქაღალდის ბარათებზე და ჩამოკიდეს ხეზე.

ღონისძიების ლოზუნგი იყო - ერთად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ!

წარმოდგენილი ნატვრის ხის იდეა ეძღვნებოდა წლევანდელ, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ნიშნით ნებისმიერი სახის ძალადობის აღმოფხვრას.

„ნატვრის ხის დანიშნულება კი გახლდათ - ცნობიერების ამაღლება და ვალდებულების აღება, პოზიტიური გზავნილებით სამართლიანი საზოგადოების შექმნა. მოვუწოდოთ, მივიღოთ მნიშვნელოვანი მონაწილეობა და დავაფიქსიროთ პოზიცია თანასწორობის, მრავალფეროვნების, თანაგრძნობის, სიკეთის გავრცელებასა და მხარდაჭერაში“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203