„ჯუნგლები და მისი ბინადრები“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
10-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექცია მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო საგაკვეთილო პროცესსა და გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად IVბ კლასში თემაზე - „ჯუნგლები და მისი ბინადრები“ კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. თემის შესახებ მოსწავლეებმა მეტად საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგი თეა კაკაბაძეა, ხოლო კლასის ხელმძღვანელი მანანა წულაია.
„გავიარეთ კომპლექსური დავალების დამუშავების 3 ეტაპი. მოსწავლეებმა გამოიყენეს ხელოვნების ენა, ფლობენ სახვითი ხელოვნების ელემენტებს (ფერს, ხაზს, ფორმას) და პრინციპებს კონტრასტულ, ძირითად და შედგენილი ფერების ასახვას და გადმოცემას. სახვითი ხელოვნების ასაკის შესაბამის ტექნიკას. მოსწავლეებმა პრეზენტაციის პროცესში გაასიტყვეს თავისი ნამუშევრები. გაკვეთილი შეაფასა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ, დალი სილაგაძემ და იზა შავგულიძემ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს