
ახმეტის მუნიციპალიტეტის მატნის N2 საჯარო სკოლის დირექტორ ლეილა ბათურაშვილს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა etaloni.ge-მ სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის დიპლომი მიანიჭა.
სკოლის დირექცია მადლობის წერილს ავრცელებს.
„ჩვენი სასკოლო საზოგადოების სახელით, მადლობა ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტ „ეტალონის“ გუნდს და მის შემოქმედს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესების, ცოდნის პოპულარიზაციის და მათი წახალისებისათვის. თქვენი პროექტი ყველა თაობის ადამიანებში ათეული წლებია დიდი სიყვარულით სარგებლობს და გვიხარია თქვენს გვერდში დგომა მომავალ თაობათა აღზრდის საპასუხისმგებლო პროცესში. კიდევ ერთხელ მადლობა ურთიერთთანამშრომლობისთვის“,- აღნიშნულია დირექციის წერილში.
იხილეთ ფოტოები: