თბილისის N212 სკოლაში სასკოლო პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია“ აქტიურად მიმდინარეობს
10-12-2021
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება და ბავშვებიც ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით სკოლაში დაიგეგმა და ამ ეტაპზე ხორციელდება სასკოლო პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია“, რომელშიც სამივე საფეხურის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.
„პროექტში მთავარი აქცენტები გაკეთდა სპორტულ ღონისძიებებზე, კერძოდ - ფრენბურთი, ფეხბურთი, მკლავჭიდი და მაგიდის ჩოგბურთი. 2 დეკემბერს ფრენბურთში შეხვედრა გაიმართა VIII-IX კლასის მოსწავლეებს შორის. ასევე, შეჯიბრი გაიმართა X-XI კლასებს შორის, IX და XI კლასის გუნდები გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე. დანარჩენი სპორტული შეჯიბრებები დაგეგმილია მომდევნო დღეებში. ყველა კლასს და მოსწავლეს ვუსურვებთ გამარჯვებას“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს