თბილისის N133 საჯარო სკოლა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა
10-12-2021
თბილისის N133 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლა ამჯერად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ - „ბავშვთა უფლებების კონვენცია“ 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა. საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა. გთავაზობთ შემდეგ ორ ბარათს - „ბავშვთა უფლებათა კონვენციიდან". 5. სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ყველა იმ ადამიანის უფლებას, რომელიც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს. 6. ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის განვითარებაზე. აღნიშნული ბარათები დამზადებულია თბილისის N133 საჯარო სკოლის ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში. ბარათზე დატანილი ილუსტრაციები ეკუთვნის - CRIN – Child Rights International Network-ს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს